ახალი ამბები
მომღერალი მიშიკო კოშკაძე დაკრძალეს
დღეს, გორში, მომღერალი მიშიკო კოშკაძე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი გორის თეატრის ფოიეში გაიმართა.  დედაქალაქიდან გორში მომღერლის უახლოესი მეგობრებიც ჩავიდნენ.

ოჯახს მიუსამძიმრა მიშიკო რამიშვილმა, კოშკაძის პედაგოგის, ოთარ რამიშვილის შვილმაც. 

მიშიკო კოშკაძე, ჯერ კიდევ, 2006 წელს, ,,კოლორიტ გორელად" აღიარეს. ის იმ პერიოდში საკუთარი სიმღერების გამო, იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა.

ის საზღვარგარეთიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.














Print

სტატიის გამოყენების პირობები