ახალი ამბები
იუსტიციის სახლთან ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
გორის ცენტრალურ ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ,,ოპელი"  ლიახვის სანაპიროდან მთავარ გზაზე გადიოდა. ,,ტაქსი" კი კომბინატის მიმართულებით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ,,ოპელის" მძღოლს შეუდგინეს.

ოქმი, შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით შედგა, რაც ითვალისწინებს 250 ლარის ოდენობით ჯარიმას.





Print

სტატიის გამოყენების პირობები