ახალი ამბები
გორის სოფელ მარანაში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში, დღეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სახანძრო სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაიწვა ორსართულიანი სახლის ორი ოთახი - 50 კვ.მ. ფართობი

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები