ახალი ამბები
ხაშურში შოლას არხის გაწმენდა დაიწყეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების 1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთრი ძალებით ახორციელებს, არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.

წყარო: პრეს-სამსახური

Print

სტატიის გამოყენების პირობები