ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირებას ,,გაზპრომი" განახორციელებს
რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დადებული სს „გაზპრომ - სამხრეთ ოსეთის“ აქციების ყიდვა-გაყიდვის პირობებისა და შემდგომი საქმიანობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ე.წ. შეთანხმებას ხელი 2018 წლის 24 მაისს მოეწერა და მისი მიზანია „ორ ქვეყანას“ შორის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების, განაწილებისა და რეალიზების სფეროში თანამშრომლობა.

სს „გაზპრომ - სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ისეთ საქმიანობას განახორციელებს, როგორიც არის გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება, რეალიზება და შენახვა, ასევე გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების სისტემებისა და გაზის კომპლექსის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია.

შეთანხმება 35 წლით დაიდო, რის შემდეგაც მისი გაგრძელება ხუთწლიანი პერიოდით მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები