ახალი ამბები
სკოლებისთვის გამოცხადდა კონკურსი ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად
სკოლებისთვის  ქაღალდის ნარჩენების შეგროვების მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესრუსცენტრის წარმომადგენლებს დღეს მიაწოდეს. აქციის ორგანიზატორების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შიდა ქართლის, კახეთის, აჭარისა და დედაქალაქის სკოლების მოსწავლეებს შეეძლებათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ზემოთ აღნიშნული რეგიონების ნებისმიერი სკოლის მინიმუმ 5 მოსწავლისა და 1 მასწავლებლისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც სურვილი აქვს, 1 თვის განმავლობაში, თავის თემში შეაგროვოს ქაღალდის ნარჩენები. ამით ხელი შეუწყოს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

კონკურსში ჩართვისათვის დაინტერესებულმა გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია 16 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/GhqJxSdzz2COkFhg2.

ქაღალდის ნარჩენების შესაგროვებლად გუნდებს დრო 16 დეკემბრამდე ექნებათ.

5 გუნდი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ქაღალდის ნარჩენებს დააგროვებს (პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრებიან ყველა მონაწილე სკოლას და ადგილზე აწონიან ქაღალდის შეგროვებულ ნარჩენებს) მიიღებენ საგზურებს ბულაჩაურის მწვანე ცენტრის 3-დღიან ზამთრის ეკობანაკში, რომელიც დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით.

გამარჯვებული პირველი 3 გუნდი კი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშრდეთ: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ახორციელებს ორგანიზაცია CENN აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID -ის დაფინანსებით. (ფაზა II, (WMTR II/ )

Print

სტატიის გამოყენების პირობები