ახალი ამბები
,,მე რას მერჩით?!" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ,,გირჩს" მიმართავს
,,მე ახალგორში ვცხოვრობ და ჩემი მისამართითაც გამოგივიდათ... მე რას მერჩით? იცით, რად მიჯდება ბრძოლა, აქ, ჩემ სახლში რომ ვიცხოვრო?" - აცხადებს ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ის დღევანდელ იმ აქციას გამოხმაურა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ,,გირჩის" წევრებმა გამართეს. მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრებმა საოკუპაცი ხაზის წინ შარვლები ჩაიხადეს და რუსი სამხედროების მიმართულებით დადგნენ.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები აქტივისტი ამბობს, რომ ასეთი სახის პერფორმანსი საკმაოდ დიდ საფრთხეში აგდებს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს:

,,თავს ვიკავებ, არჩევნები რომ ჩაივლის მერე დავწერ, ვის რა დამოკიდებულება აქვს ეს წლები, დღეს საარჩევნოდ ჩვენზე დარდით რომ არ არიან დებატებში." - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

,,გირჩის" ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან მხოლოდ ხმების 2% მოაგროვა.

მსგავსი სახის აქცია ატოცში გაიმართა 2014 წელსაც, როდესაც მავთულხლართების გავლა დაიწყეს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები