ახალი ამბები
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში ღონისძიება ,,მუზეუმი ჩემს სკოლაში" გაიმართა
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში გაიმართა ღონისძიება " მუზეუმი ჩემს სკოლაში". მცირე მუზეუმის მოწყობის იდეა ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მე-4 კლასელებს, ეთნოგრაფიული მუზეუმში ყოფნის შემდეგ, გაუჩნდათ.

მოსწავლეებმა მოიძიეს უძველესი ნივთები, შეისწავლეს მათი ისტორია და წარუდგინეს დამთვალიერებლებს.

,,აქ წარმოდგენილი იყო უძველესი თიხის და კერამიკული ნაწარმი, ხალხური საკრავები და სამოსი, სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და მათ შორის იარაღიც. ღონისძიებაზე სტუმრად იყვნენენ მოწვეულნი ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები, მაგრამ ამჯერად ისინი დამთვალიერებლის, ხოლო მოსწავლეები გიდის როლში იყვნენ" - აღნიშნავენ ღონისძიების მონაწილეები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები