ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის შტაბს გორში თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს
საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბს გორში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში თემურ ხუბულური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ვიცე-მერის, გელა კაპანაძის თქმით, შტაბის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ ორგანიზაციას აღარ უხელმძღვანელებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი.

თემურ ხუბულური ამავე დროს პარლამენტის წევრია ,,ქართული ოცნებიდან". მის მოადგილედ დაინიშნა გორის საკრებულოს წევრი მარლენ ნადირაძე. მანრლენ ნადირაძის თქმით, თავზარაშვილი საარჩევნო შტაბს აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა პარტია ,,ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება.

გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები