ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე კორპუსის ეზოში მანქანა დაიწვა
დღეს, გორში, კორპუსის ეზოში მანქანა დაიწვა. ხანძარი ავტოფარეხზეც გავრცელდა.

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, გორის მეხუთე საჯარო სკოლის შენობის უკანა მხარეს მოხდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განმარტებით, ავტოფარეხში საბურავებიც ეწყო, რამაც ცეცხლი გააძლიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები