ახალი ამბები
ქვათახევთან 10 ჰა ფართობზე ტყის ქვედა ფენა დაიწვა
ქვათახევის მონასტერთან დაახლოებით 10 ჰა ფართობზე ტყის ქვედა საფარი დაიწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით,  ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.

ცეცხლი გუშინ გაჩნდა, ხოლო რთული რელიეფის გამო, მეხანძრეებმა გვიან საღამომდე მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია.

ქვათახევთან გაჩენილ ხანძრას 30-მდე მეხანძრე აქრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები