ახალი ამბები
სტუდენტის ემოციური მიმართვა ციხელაშვილს: ,,თქვენ დაამტკიცეთ, რომ ქალი შეიძლება იყოს ჭკვიანი და ლამაზი"
,,თქვენ დაამტკიცეთ, რომ ქალი შეიძლება იყოს ლამაზი და ჭკვიანი" - ასეთი სიტყვებით გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნათია ტატიაშვილმა ქეთევან ციხელაშვილს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მიმართა. მისი განცხადებით, ქეთევან ციხელაშვილი არის ნამდვილი დიპლომატი და ის აქტიურ როლს მომავალშიც ითამაშებს შერიგების საკითხებში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს ის შეღავათები გააცნო, რომლით სარგებლობაც მათ 2018-2019 სასწავლო წლებში შეუძლიათ.

კერძოდ, ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას კვლავაც დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ბოლო ოთხ წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა.

გარდა იმისა, რომ სტუდენტები, გამყოფი ხაზიდან ფინანსდებიდან საბაკალავრო ფაკულტეტზე, ასევე, დაფინანსება სამაგისტრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებსაც შეეხება. ინიციატივას გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილიც მიესალმა. მისი თქმით, ბევრმა ოჯახმა ამ შეღავათით შვებით ამოისუნთქა.

სამოქალაქო განათლების სპეციალისტი არინა თავაქარაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, გამყოფი ხაზის სოფლებში ბევრი ახალგაზრდა ჩაეწერა, რაც გულდასაწყვეტია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გამყოფი ხაზის სოფლებში დაბადებიდანვე ცხოვრობენ, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ მოახერხეს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები