ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე შიდა ქართლში წინასაარჩევნო ტურნეს აწყობს
საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში კასპში იმყოფება. ის მხარდამჭერებს ხვდება და მოუწოდებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ.

ვაშაძე ამომრჩევლებს დღეს შეხვდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მას თან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ახლავს.

ბადრი ბასიშვილმა მადლობა გადაუხადა ,,ევროპული საქართველოს" კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და მისი გუნდის წევრებს. მისი თქმით, ამ რაიონში ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები