ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე: ,,გამარჯვებულ პარტიას რად უნდა არეულობა?"
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მას და გაერთიანებულ ოპოზიციას ჯიუტად უწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ კასპის კულტურის ცენტრის წინ შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა.

მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში 11 პარტია შედის. ესენია ,,ევროპული საქართველო", რესპუბლიკელები", ,,ნაციონალური მოძრაობა" და ა.შ.

,,დანარჩენები ვითომ არ არსებობენ; რომ ვაპირებთ არეულობას და ა.შ. გამარჯვებულ პარტიას და ოპოზიციას რად უნდა არეულობა? რომ მოგვპარეს პირველ ტურში გამარჯვება, მაშინაც არაფერი ვთქვით. ეხლა მეორე ტურში მივალთ და გავაკეთებთ იმისთანა არჩევანს, რომ დავამთავრებთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას" აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

საპრეზიდენტო კანდიდატი მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო შეხვედრებს შიდა ქართლში აწყობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები