ახალი ამბები
შაქშაქეთში ხანძრის დროს 50-წლის ასაკის მამაკაცი დაიღუპა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ხაძარმა 50-წლის ასაკის მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა ორსართულიანი სახლის სახურავი -120 მ² ფართობი.

პრეს-სამსახურის ცნობით, მამაკაცის გვამი მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ქრობის პროცესში ნახეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები