ახალი ამბები
,,მიწა მომეცით იჯარით და ნახეთ, რა გავაკეთო"

 

საქმე იმაშია, რომ 1996 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მაშინდელ მერიას დაუმთავრებელი ნავთობბაზის ტერიტორია მფლობელობაში გადასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნავთობბაზა გორის მერიამ უნდა დაასრულოს. ნავთობბაზის მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და მაშ შემდეგ ქონება ჯართად იქცა. თუმცა არ გაყიდულა.

 

მამუკა ბაინდურაშვილს გამგეობამ თავდაპირველად მიწის იჯარით გადაცემაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება კვლავ ძალაშია. გამგეობამ კონსულტაციები ცენტრალურ ხელისუფლებაში გაიარა, სადაც მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ უმჯობესია მიწა თავისი ქონებით გორის გამგეობამ სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნოს.

 

მამუკა ბაინდურაშვილი ითხოვს, რომ მიწა თვითმმართველობამ სახელმწიფოს სასარგებლოდ დროულად მიატოვოს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო მიწას იჯარით გასცემს. ,,ქონება და ჯართი სადაც უნდა იქ წაიღონ" - აღნიშნავს მამუკა ბაინდურაშვილი.

 

გამგეობის იურისტი რეზო გოგიაშვილი აცხადებს, რომ მიწის ფართის მიტოვების გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. საკრებულოში წარსადგენი განკარგულების პროექტი კი ქონების მართვის სამსახურმა უნდა მოამზადოს, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ,,ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი ესაა." - ამბობს რეზო გოგიაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები