ახალი ამბები
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები გამოფინეს
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლაში მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს. მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები სასწავლებელში სტუმრად მყოფ დამთვალიერებლებს უჩვენეს.
ხელოვნების სექციას პედაგოგი თამარ მურადაშვილი უძღვება.

ნიცა სიქტურაშვილმა ნატურმორტი წარმოადგინა.

,,მინდოდა ისეთი რამე შემექმნა, რაც უფრო რეალური იქნებოდა. ყვავილებიც ნატურმორტად ჩავთვალე, რადგან მას ვუყურებდი და ისე დავხატე. ხოლო რაც შეეხება ბუნებას, ის მე მოვიგონე“ - ამბობს ნიცა სიქტურაშვილი.

მარიამ მელანაშვილმა ყვავილები დრეკადი მავთულისგან და ბისერებისგან გააკეთა. ,,მე ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ. ბევრი ნამუშევარი მაქვს ბისერებისგან გაკეთებული. ასევე ვქარგავ კიდეც“ - ამბობს მარიამ მელანაშვილი.

თათია წკრიალაშვილმა პორტრეტები წარმოადგინა. ,,ხანდახან მამშვიდებს ხოლმე ეს ნახატები“ - ამბობს თათია წკრიალაშვილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები