ახალი ამბები
დავით ონოფრიშვილი კასპში სალომე ზურაბიშვილის შტაბს ხელმძღვანელობს
კასპის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი მუნიციპალიტეტში დაბრუნდა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, პირველი სამუშაო თათბირი ონოფრიშვილმა უკვე ჩაატარა. ონოფრიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ პარტია ,,ქართულ ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან არაფერი შეხება აქვს:

,,პარტიას ჰყავს თავისი თავმჯდომარე, ხოლო მე ვიქნები ქალბატონ სალომეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი" - განუცხადა ონოფრიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერებს. ონოფრიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შეპირდა, რომ ინტერვიუს მისცემს.

რაც შეეხება პარტიის რაიონულ ორგანიზაციას, მისი ხელმძღვანელის პოსტზე მერი მანუჩარ მერებაშვილი რჩება.

კასპის 33-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი ტურის შედეგები ასეთია ასეთია: გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 64 ხმით მოუგო.

გრიგოლ ვაშაძე - 39,64 %, (6918 ხმა)
სალომე ზურაბიშვილი - 39,27% (6854 ხმა)
დავით ბაქრაძე - 10,24% (1787 ხმა)


სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 39 994-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 013-მა მოქალაქემ. არ მივიდა 21 935 მოქალაქე.

ფოტო: დავით ონოფრიშვილი საარჩევნო შეხვედრაზე, 2012 წელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები