ახალი ამბები
ნათია გველებიანი სტამბოლის კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა
23 წლის ნათია გველებიანი გუშინ თურქეთში გაემგზავრა, მას ზურგის ტვინზე ღეროვანი უჯრედის გადანერგვის მიზნით, ოპერაციას 18 ნოემბერს გაუკეთებენ.

ოპერაცია სტამბოლში, აჯიბადემის საავადმყოფოში ჩაუტარდება. ნათია გველებიანი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, მას რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინდა და ოპერაციისთვის 36 000 $ უკვე შეუგროვდა.

ნათიას დასახმარებლად და მკურნალობის თანხის შესაგროვებლად გორში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
.

იხილეთ ამავე თემაზე:

გორის კულტურის ცენტრში ნათია გველებიანის დასახმარებლად კინოჩვენება გაიმართება

გორში ინტელექტ-თამაში ,,იაზროვნე ნათიას დასახმარებლად" ჩატარდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები