ახალი ამბები
რუსი სამხედროები ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის რკინის ღობეებს ამონტაჟებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის, რუსი სამხედროები ახალ ღობეებს ამონტაჟებენ. იმ ადგილზე, სადაც 2009 წლიდან მავთულხლართები იყო დამონტაჟებული, ახლა, უფრო მყარი კონსტრუქციის ღობეები განთავსდება.

ეს ორი სოფელი ურთიერთობას, მავთულხლართების არსებობის მიუხედავად, თანაცხოვრებას კვლავაც აგრძელებდა. ხურვალეთსა და ძუკაანთკარში ერთმანეთის ნათესავები ცხოვრობენ. რეპორტაჟი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გასულ წელს მოამზადა, სწორედ, ამ ურთიერთობებს ასახავს.


ამავე თემაზე: ხურვალეთში ძუკაანთკარის მავთულხლართებიდან მოწოდებული ლუდი (VIDEO)

Print

სტატიის გამოყენების პირობები