ახალი ამბები
შიდა ქართლში საპრეზიდენტო არჩევნების 1-ლი ტურის მონიტორინგის შედეგებს წარადგენენ
გორში, 16 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, 1-ლი ტურის მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ.  ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დემოკრატიის სკოლიდან აცნობეს.

შეხვედრას, რომელიც EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართება,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) რეგიონალური კოორდინატორი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ნინო ბიბილეიშვილი გაუძღვებიან.

მონიტორინგი შიდა ქართლში 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობისას განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები