ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე: ,,ჩვენ ყველა მომდევნო არჩევნებს მოვიგებთ"
,,არავითარ პროვოკაციებში არ ჩავართვებით. გამოვიყენებთ იმ უფლებებს, რასაც კანონი გვანიჭებს. მოვიგებთ ყველა მომდევნო არჩევნებს" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გორში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს კინოთეატრ ,,გამარჯვების" დარბაზში შეხვდა. ვაშაძის თქმით, საქართველოს ჭირდება მრავალპარტიული მმართველობა. 

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ამომრჩევლებთან კომბინატის დასახლებაში იყო დაგეგმილი.  თუმცა უამინდობის გამო შეხვედრის ადგილმა კინოთეატრ ,,გამარჯვების" დარბაზში გადაინაცვლა. კინოთეატრის დარბაზი 500 კაცზეა გათვლილი.

კომბინატის დასახლებაში 2012 წლიდან დღემდე, მმართველ გუნდი სხვადასხვა არჩევნების დროს, რამდენიმე უბანზე დამარცხდა. ამ დასახლებაში სოციალური დახმარებების მიმღებ პირთა რაოდენობა ბევრია.

გორის 32-ე საოლქო კომისიაის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გორის მუნიციპალიტეტში ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები