ახალი ამბები
ცხინვალის მტკიცებით, ოტრევიდან 100 კგ ხიზილალა გორისკენ უნდა გადაეტანათ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოტრევის გამშვებ პუნქტთან დააკავეს მოქალაქე, რომელსაც გამყოფი ხაზის გავლით 100 კგ ხიზილალა უნდა გადაეტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, წითელი ხიზილალა გამზადებული იყო საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასაზიდად.

მილიციამ დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეს მანქანაც და ტვირთიც ჩამოართვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები