ახალი ამბები
გორში ახალ კორპუსებში შესახლებულ დევნილებს საკუთრების მოწმობებს გადასცემენ
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ელოდებიან.

გრიგოლ გიორგაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, 480 დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადასცემენ.

480 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 1216-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო
Print

სტატიის გამოყენების პირობები