ახალი ამბები
მარეხ ყამბეგაშვილის პირველი თათბირი


არეხ ყამბეგაშვილმა ტესტირება წარმატებით გაიარა, გასაუბრებაზეც კომისიის წევრებს თავი მოაწონა. იმის გამო, რომ სოფელ ქვემო ჭალის მთავარმა ,,წარმომადგენელმა" გამოცდები ვერ გაიარა, სპეციალისტის პოზიციაზე მყოფი მარეხ ყამბეგაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ახალი კონკურსის გამართვამდე, გახდა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირზე, სოფლის ხელმძღვანელის რანგში მარეხ ყამბეგაშვილის გამოსვლა დააფიქსირა. მან, ქვემო ჭალის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ, ისაუბრა.

 

,,სარიბარში და მიმდებარე სოფლებში როდის დასრულდება გაზიფიცირება?" - იკითხა მარეხ ყამბეგაშვილმა. ეს ის სოფლებია, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო საქართველოს მთავრობის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, იმ სოფლებში, სადაც ბუნებრივი აირის მილები დამონტაჟებულია, მოსახლეობამ აბონენტად აღრიცხვისთვის განაცხადებები უნდა დაწერონ.

 

მანამდე გოჩა გოჩიტაშვილმა ახალ თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და ასეთი დარგება მისცა:

 

,,სოფელში სიტუაციას უნდა ფლობდეთ. ყველაფერი ჟურნალისტზე და სხვა არაკეთილმოსურნეზე ადრე უნდა იცოდეთ" - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები