ახალი ამბები
გორში ხვალ თბილ ტანსაცმელს სოციალურად დაუცველებისთვის შეაგროვებენ
16 ნოემბერს, 14:00-დან 15:00 საათამდე, საქართველოს უნივერსიტეტის შიდა ქართლის ოფისის ორგანიზებით გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებში თბილი ტანსაცმელი სოციალურად დაუცველებისთვის შეგროვდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს უნივერსიტეტის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელმა სოფო თინიკაშვილმა აცნობა.

,,ნებისმიერ ადამიანს ვისაც სახლში თბილი ტანსაცმელი აქვს და არ იყენებს, შეუძლიათ ჩვენს ოფისში მოვიდნენ და მოიტანონ სამოსი. ერთად გავუზიაროთ სითბო სხვებსაც.“

შეგროვილი სამოსი სტალინის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, ,,სოციალურ გარდერობში“ დაიდება და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი წაღების საშუალება.

მისამართი: სტალინის ქუჩა #25


Print

სტატიის გამოყენების პირობები