ახალი ამბები
საკორინთლოში ახალი გზის გასწვრივ მიწის გამაგრებას ითხოვენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი გზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ადგილობრივების ცნობით, რამდენიმე მონაკვეთზე საჭირო გახდა საგზაო სამოსის გაფართოება.

,,ჩამოჭრეს მიწა, ბევრმა საკუთარი ნაკვეთები დათმო, ასევე, ეზოებიც, ისე, რომ პრობლემა არავის შეუქმნია, მაგრამ არც ამის დატოვება შეიძლება ასეთ მდგომარეობაში" - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ლარისა კონიაშვილი.

გზა მისი ნაკვეთის სიახლოვესაც
გაფართოვეს. თუმცა, ადგილი, სადაც მიწის ფენა მოაცალეს, გასამაგრებელი დატოვეს:

,,ეს მიწა დროთა განმავლობაში ჩამოიშლება. ჩაიყრება სანიაღვრე არხში. შემდეგ წყალი დაგროვდება, გადავა გზაზე და დაეშვება მეზობლის სახლისკენ. ამიტომ, საჭიროა, ეს ადგილი გამაგრდეს" - აცხადებს ლარისა კონიაშვილი.

პროექტის მიხედვით, ფერდობის გასამაგრებლად სამუშაოები გათვალისწინებული არაა. კომპანია ,,იბოლიამ" სამუშაოები დეკემბერში უნდა დაასრულოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები