ახალი ამბები
კოტეჯების დაკანონება მიმდინარეობს

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით დევნილთა სამინისტროში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, ქალაქ გორში,  დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონდების პროცესს აწარმოებს. პროცესი, რომელიც 2015 წლის აგვისტომდე გაგრძელდება, საცხოვრებელი ფართების აზომვას და ოჯახების აღწერას გულისხმობს. კომისია დამუშავებულ მონაცემებს და სიებს დასამტკიცებლად მთავრობას უგზავნის. მთავრობის განკარგულების საფუძველზე,  საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხორციელდება.

 

„საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებმა 857 ობიექტი შეისწავლეს, სადაც 12 063 ოჯახი ცხოვრობს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 10 000 დევნილ ოჯახს დაუკანონდება. დარჩენილმა ოჯახებმა ფართების დაკანონებაზე უარი განაცხადეს და ისინი ბინებს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღებენ.“ - განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები