ახალი ამბები
ნაჭარმაგევის წყლის საქაჩზე ქლორის რაოდენობის საზომი დაზიანდა
გორის მუნიციპალიტეტში, ნაჭარმაგევის ტერიტორიაზე, წყლის საქაჩზე ქლორის რაოდენობის საზომი ხელსაწყო დაზიანდა.

ამის გამო, რამდენიმე დღეა, სასმელი წყლის შემოწმება ვერ ხერხდება.

დაზიანება 2018 წლის 12 ნოემბერს წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს.

საქაჩით წყალი საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც მიეწოდება. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულ სისტემას თავდაცვის სამინისტრო 16 ნოემბერს შეაკეთებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები