ახალი ამბები
გორში იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში ფილმების ჩვენება გაიმართება
იაპონიის კულტურის დღეების ფარგლებში 17 ნოემბერს გორის კულტურის ცენტრში იაპონური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ინფორმაცია ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება ფილმები „რომაული აბანოების“ (12:00სთ) და „მზარეული სამურაის საგა - ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ (14:00სთ) ქართული ტიტრებით. ფილმებზე დასწრება თავისუფალია.

იაპონური კულტურის დღეები იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები