ახალი ამბები
გორში ტოლერანტობისა და მშვიდობის მშენებლობის კვირეული აღნიშნეს
ტოლერანტობისა და შვიდობის მშენებლობის კვირეულის (14-16 ნოემბერი) ფარგლებში გორში შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ამ თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონფლიქტებისა და მშვიდობის მსენებლობის საკითხებში ექსპერტი, თინათინ ასათიანი შეხვდა.

2 საათის განმავლობაში ის თეორიულ მასალასთან ერთად დამსწრეებს პრაქტიკულ-უნარ ჩვევებსაც უზიარებდა და ტოლერანტობისა და მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობას უხსნიდა.

თინათინ ასათიანის განმარტებით, შიდა ქართის რეგიონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდები, არიან რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ და გარკვეულ შედეგსაც დადებენ.

"არიან ამ რეგიონშიც ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ ამ თემებზე და საქმესაც გააკეთებს, მითუმეტეს რომ მშვიდობისა და ტოლერანტობის საკითხები აქ მაცხოვრებლებისთვის მეტად მგრძნობიარე თემას წარმოადგენს. დღეს მე შევხვდი ძალიან მონდომებულ და დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მათ შორის არიან დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებიც. მათი ეს მოტივაცია საჭიროებს განვითარებას, ხელშეწყობას და ჩვენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია ამ მიმართლებით, აუცილებლად უნდა აღვჭურვოთ მშვიდობის იარაღით და მათი თეორიული ცოდნა გადავიტანოთ პრაქტიკაში. მათი მოქმედებით დარწმუნებული ვარ, რაღაც პრობლემები მაინც მოგვარდება." - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს თინათინ ასათიანმა.

შეხვედრას საქართველოს უივერსიტეტის გორის ფილიალმა უმასპინძლა. კვირეულის ფარგლებში ლექცია-სემინარის მოწყობაც სწორედ მისი ორგანიზებულია. ტოლერანტობისა და მშვიდობის მსენებლობაზე გამართულ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ახალგაზრდა დაესწრო.

,,ტრენინგი ,,ტოლერანტობა და მშვიდობის მშენებლობა“ თემატურად დაკავშირებული იყო ტოლერანტობის კვირეულთან, რომელსაც გორში ორგანიზებას საქართველოს უნივერსიტეტის ადგილობრივი ოფისი უწევდა. თავად თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ასევე ტოლერანტობის მნიშვნელობის გააზრება დაგვეხმარება არსებული კონფლიქტის გააზრებასა და მოგვარებაში."- ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე სოფო თინიკაშვილი.

კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები