ახალი ამბები
გორში ახალბაღის პარკში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
ამ წუთებში გორის დასვენების პარკში პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან ჯერ ინფორმაციას არ აწვდიან.

არ ფლობს ინფორმაციას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც. აღნიშნული უწყების დაქვემდებარებაშია ახალბაღი.

წინასწარი ინფორმაციით, 14 წლის წინ გაუჩინარებული, 11 წლის ბავშვის ნეშტს ეძებენ.

საგამოძიებო პროცესის დასრულებას და ვითარების გარკვევას ელოდებიან 14-წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის მშობლებიც.

იხ. ამავე თემაზე:

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა









Print

სტატიის გამოყენების პირობები