ახალი ამბები
,,კვალი მაშინ სწორედ ახალბაღში მოდიოდა" - ამბობს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა
ინფორმაცის იმის შესახებ, რომ გორში ახალბაღის პარკში 14-წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ნეშტს ეძებენ, მშობლებიც ადასტურებენ.

ისინი ახალბაღში მივიდნენ. გაუჩინარებული მოზარდის დედა ამბობს, რომ კვალი 2004 წელს სწორედ ამ პარკში მოდიოდა.

,,მაშინაც ახლობელმა გვითხრა, რომ კინოლოგები აქამდე მოვიდნენ. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ დღევანდელზე"  - ამბობს დედა.

დღეს საღამოს კრიმინალისტიკის სამსახურის თანამშრომლებმა პარკში იმ ადგილის გათხრა დაიწყეს, სადაც სავარაუდოდ ბავშვი 14 წლის წინ დაასაფლავეს.

დეტალებზე შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან ჯერ არავინ საუბრობს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ახალბაღის პარკში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები