ახალი ამბები
გორში პირველი ტურის მონიტორინგის შედეგები განიხილეს
გორის დემოკრატიის სკოლის ოფისში, სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წრმომადგენლებმა საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგები გააცნეს.

შეხვედრას ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონალურმა კოორდინატორმა ნინო ბიბილეიშვილმა, წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, ისაუბრეს.

დარღვევები, ძირითადად, უბნის გარეთ აგიტაციას, ასევე, აგიტაციის მიზნით სამუშაო საათებში ადმინისტრაციული რესურსის და სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენებას ეხებოდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ლიანა ჩლაძიძემ, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრმა კახა ლობჟანიძემ ანგარიში დაიწუნეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები