ახალი ამბები
საავტომობილო კლუბების წარმომადგენლები ატოცში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ
სხვადასხვა საავტომობილო კლუბის წევრები გაერთიანდნენ და ამ წუთებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ,,მცოცავ ოკუპაციას" აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები  სპეციალური მაისურებით, სტიკერებით და საქართველოს დროშებით არიან.

ისინი გამყოფ ხაზთან 200-მდე ავტომობილით ჩავიდნენ, რომელთაც სოფელ ატოცში მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ წევრები დახვდნენ. 

საპროტესტო მსვლელობა მავთულხლართების მონტაჟის პროცესის განახლებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რუსეთის სამხედროებმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან მავთულხლართებს ამონტაჟებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები