ახალი ამბები
დევნილთა გუნდებს შორის გამართული საფეხბურთო შეხვედრა წეროვნელი მოზარდების გამარჯვებით დასრულდა
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს გორში გრ. ფერაძის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. მონაწილეებს 10-11 წლის მოზარდები წარმოადგენდნენ, რომლებიც გორში საქართველოს სხვადასხვა დევნილთა დასახლებიდან ჩამოვიდნენ.

სახმრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელის გივი ჯაფარიძის ინფორმაციით, ტურნირი თბილისის "დინამოსა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის ზაურ კალოევის სახელობის იყო, რომელიც ადგილნაცვალ მოზარდებს შორის ყოველწლიურად იმართება.

„ტურნირის დაფინანსება მოხდა ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ. შეჯიბრში დევნილთა ჩასახლებების 8 გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვა წეროვანის ჩასახლების გუნდმა, რომელსაც თასი გადაეცა. პირველ მეორე მესამე ადგილებზე გასულებს დიპლომები და პრიზები გადაეცათ. ასევე გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, რომელსაც ძირითადად სპორტული ინვენტარი შეადგენდა. მათ შორის საფერხბურთო ფორმები, ვარჯიშისთვის საჭირო წყლის ბალონები.“ - ამბობს გივი ჯაფარიძე.

საფეხბურთო ტურნირს გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, ფეხბურთის განვითართების ფონდის ხელმძღვანელი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრიაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები