ახალი ამბები
კასპში მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება
კასპში პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,ჰაიდელბერგცემენტის’’ ქარხანა დაათვალიერეს და მოდერნიზაციის პროექტს გაეცნენ.

ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი გულისხმობს მშრალი მეთოდით კლინკერის წარმოებას კლინკერი გამომწვარი საცემენტე ნედლეულია.

პროექტი ფილტრებისა და ემისიების ევროპული სტანდარტის მიხედვით დამინტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც ქარხნის სიახლოვეს მტვრისა და გამონაბოლქვი აირების რაოდენობა გაკონტროლდება.

,,ჰაიდელბერგცემენტის’’ დირექტორის ზაზა სადუნიშვილიოს თქმით, პროექტი დასრულების ეტაპზეა. ორ-სამ დღეში პირველი კლინკერი იქნება გამოშვებული, ერთ თვეში კი, საბოლოოდ მიიღებენ ახალ პროდუქტს.

,,ჰაიდელბერგცემენტის“ საქართველოს გენერალური დირექტორის მიხეილ ჰამპელის თქმით, ქარხნის განვითარების ჯაჭვში ეს პროცესი არის ბოლო ნაბიჯი, რაც დიდ გასაქანს მისცემს შემდგომი 100 წლის განმავლობაში შემდგომ განვითარებას.

,,მოსალოცი ფაქტია, როგორც ქარხნის კოლექტივისათვის, ასევე ქვეყნისათვის და განსაკუთრებით კასპელებისათვის. განვითარების ეს ტალღა რეგიონში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.’’ - განუცხადა პრემიერ მინისტრს მიხელ ჰამპელმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები