ახალი ამბები
ახალბაღის ტერიტორიაზე პოლიცია ისევ მობილიზებულია
უკვე მეოთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე შსს-ს ოპერატიული ჯგუფები კვლავ რჩებიან.

ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება, პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული.

იმ ადგილზე, სადაც ორი დღის წინ პოლიციამ მიწის სკანერით დაათვალიერა, ფერადი ნიშნულებით მონიშნული აღარ არის, თუმცა ტერიტორია პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული.

14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

გავრცელებული ინფორმაციით გორში, 9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ი. ნ.-მ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები ნეშთს სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა.

ბერძნიშვილების ოჯახს მაშინ უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს.

ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების ბრალდებით პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია. ხოლო, ფულის გამოძალვის ბრალდებით ი. ნ. იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები