ახალი ამბები
გორის სასამართლოს თანამშრომლების გზავნილები

 

როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მიწერონ სამინისტროს 3 გზავნილი თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.

 

დავით სერგეენკომ, ახალი აქციის "შეჩერე C"  დაწყების შესახებ, რუსთავი 2-ის გადაცემაში "შუა დღე" 14 იანვარს განაცხადა.

 

"ამ პროექტში არ იქნება მნიშვნელოვანი ეს გლეხი კაცია თუ რამე სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი. ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველ რიგში მკურნალობას მიიღებს ის ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება."

 

სერგეენკოს თქმით, სამინისტრო პრევენციის ზომებს თუ მიიღებს 3 წელიწადში C ჰეპატიტი დამარცხებული იქნება. "თუ ჩვენ ორი ფაქტორი, რაც არის პრევენცია, წამლის გადინება და დაცვა შევძელით, მესამე წელს ეს საკითხი დახურული იქნება."

 

2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები