ახალი ამბები
გარემოს გულისთვის - ზამთრის სკოლა სტუდენტებისთვის
USAID/WMTR II პროგრამა, რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში გარემოს გულისთვის.

პროგრამში მონაწილეობა შეუძლიათ: აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქალაქ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

შერჩეული სტუდენტები 2 დღის განმავლობაში გაივლიან ტრენინგს ნარჩენების მართვის თემებზე, შეისწავლიან პრეზენტაციის გაკეთების და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს. ხოლო თებერვლის თვიდან, USAID/WMTR II პროგრამასთან თანამშრომლობით, ჩაატარებენ სემინარებს აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და თბილისის 6–12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

ზამთრის სკოლა ჩატარდება 2 ნაკადად დეკემბერში და იანვარში:

მსურველებს, რეგისტრაცის გავლა შეუძლიათ 3 დეკემბრამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები