ახალი ამბები
ხათუნა რაზმაძე: პოლიციისგან ახალი ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია
მეოთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე შსს-ს ოპერატიული ჯგუფები კვლავ რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით გორში, 9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ი. ნ.-მ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები ნეშთს სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ.

ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების ბრალდებით პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია. ხოლო, ფულის გამოძალვის ბრალდებით ი. ნ. იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, 2004 წელს გატაცებული და გაუჩინარებული ბავშვის დედას ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ახალბაღის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობს.

,,სიახლე ჯერ-ჯერობით არაფერია და არც ის ვიცი გამოძიება რა ეტაპზეა. ამ წუთამდე პოლიციისგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. ველოდები ახალ დეტალებს და იმედი მაქვს საქმე მალე გაიხსნება.“ - განაცხადა ხათუნა რაზმაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები