ახალი ამბები
,,ჩვენ ვქმნით ხელნაწერ წიგნებს“ - საღოლაშენის სკოლის ახალი პროექტი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის VI-კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - ,,ჩვენ ვქმნით ხელნაწერ წიგნებს“.

პროექტის მიხედვით ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს და გააფორმეს წიგნის ყდები.

ყდაზე წარწერები მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული ანბანის ასოებით გააკეთეს.

პროექტის ინიციატორი საღოლაშენის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ბელა ქერდიყოშვილია.

,,პროექტის მიზანია, დააინტერესოს კითხვით მოსწავლეები, განუვითაროს შემოქმედებითი უნარი, აუმაღლოს მოტივაცია, სახალისო და საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი.“ - აღნიშნა ბელა ქერდიყოშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები