ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა, მართველ გუნდს მომავალი წლის ბუჯეტის პროექტი დაუწუნა და წინა წლის კოპირებული ბიუჯეტი უწოდა.

მართველი გუნდის წარმომადგენელმა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ კობა ბერიანიძემ, ამბარდნიშვილის შენიშვნები არა არგუმენტირებულად შეაფასა, რამაც სხდომაზე დაპიორისპირება გამოიწვია.

,, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, გასული წლის ბიუჯეტის კოპირებაა. განსხვავება მხოლოდ წარმომადგენლობით ხარჯებშია, ხელფასებზე უფრო მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე სოციალურ პროექტებზე. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები წამოვჭერი, თუმცა კონკრეტული საკითხის გატანის საშუალება მართველმა გუნდის წევრებმა არ მომცეს.“ - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

მართველ გუნთში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის ბიოუჯეტი 8 მილოონი ლარით არის გაზრდილი, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით.

,,მომავალ წელს გორის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მოიცავს ელექტროპიკციისა დასახლების და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში გამწმენდი ნაგებობების საკანალიზაციო სისტემის მოწყობას. ასევე მნიშვნელოვანი თანხა ჩაიდება განათლების სფეროში, ძირითადი აქცენტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაზე, დამატებით სამი საბავშო ბაღის გახსნასა და მათ მოწყობაზეა გაკეთებული.“- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახურის ხელმზღვანელმა დალი ტლაშაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები