ახალი ამბები
600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას, არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვად აფასებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გუშინ, 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბანკებში შავი სიები უქმდება, ხოლო შავ სიაში მყოფ პირთა დავალიანებას ფონდი "ქართუ"- დაფარავს.

არასმთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევენ და პროკურატურას მიმართავენ დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები