ახალი ამბები
დვანის პატარა კულინარიელები
დვანის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებმა კულინარიული კურსი წარმატებით დაამთავრეს. ერთობლივად მომზადებული პიცა გემრიელი გამოვიდა.

5-6 წლიანთა ჯგუფს პიცის მომზადებაში აღმზრდელი ნათია ლოქაბიძე და ძიძა გიული სტეფანიშვილი ეხმარებოდნენ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში, აგვისტოს ომის შემდეგ, 2015-2016 წლებში აღსაზრდელთა რაოდენობამ 10-15 ბავშვით მოიმატა. თუკი 2014 წელს 35-40 ბავშვი ირიცხებოდა, 2018 წელს 50 ბავშვი ჰყავთ.

ბაღის ხელმძღვანელი ინგა კოპაძე ამბობს, რომ 2019 წლისთვის ახალი ახალი ჯგუფი 10 ბავშვით დაკომპლექტდება.

კონტინგენტის გაზრდის ერთერთ მიზეზად ბაღის გამგე შენობის მოწესრიგებას და ინფრასტრუქტურის სრულ განვითარებას ასახელებს. ამას ემატება სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზიფირებისა და ელექტროგამრიცხველიანების პრობლემის მოგვარებაც.

,,შენობა 2014 წელს ევროკავშირის დახმარებით გარემონტდა. ფაქტობრივად, საბავშვო ბაღში ყველაფერი მოწესრიგებულია, სათამაშოებიდან დაწყებული ჰიგიენური საგნებით დამთავრებული. ცხელი წყალიც გვაქვს" - ამბობს ბაღის ხელმძღვანელი ინგა კოპაძე.

საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ტახტისძირის მოსახლეობასაც ემსახურება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები