ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს შინდისსა და ნიქოზში ელოდებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დღეს შს მინისტრი, გიორგი გახარია ჩავა.

მინისტრს შინდისის გმირების მემორიალთან 14:30 საათზე ელოდებიან. გახარია დღესვე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზშიც ჩავა. მინისტრის შეხვედრა 16 საათისთვისაა დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად სოფლებში შინდისსა და ნიქოზში შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქნებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები