ახალი ამბები
ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს
ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშშია საუბარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკვე დაწერილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები