ახალი ამბები
კომპანია ,,გალფი" თბილისსა და რეგიონებში მიუსაფარ ძაღლებს შეიფარებს
კომპანია გალფი ავტოგასამართ სადგურებზე სპეციალურ ადგილებს მოაწყობს, სადაც მიუსაფარ ძაღლებს შეიფარებს და მათზე იზრუნებს.

სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში თითოეულ ძაღლს აცრა და ყველა საჭირო ვეტერინარული მომსახურება ჩაუტარდება.

პირველ ეტაპზე თბილისსა და რეგიონების მასშტაბით ექვსი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მოხდება ზამთრის პირობების შესაბამისი სახლების დამზადება.

ამ ეტაპზე 22 ძაღლისთვის მოეწყობა სივრცეები, რომელთა შორის დედა და ცხრა ლეკვია.

კომპანია გალფი მომავალში მათი რაოდენობის ზრდას გეგმავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები