ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი გახდება - შეხვედრა გორის თეატრში
გორის თეატრის დარბაზში დღეს, ნოემბრის დასაწყისში დაფუძნებული ორგანიზაციის, ,,მე ვიცავ თავისუფლებას" წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

მომხსენებლები კი, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც სცენიდან მოქალაქეებს მიმართავდნენ და მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებისთვის.

ყოფილი მინისტრის, გოგა ხაინდრავას თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს სხვა დანაშაულებებთან ერთად. ხაინდრავას ინფორმაციით ტერიტორიების დაკარგვას და ომის დროს მოქალაქეების დაღუპვას სააკაშვილს ქართველი ხალხი არ აპატიებს და 28 ნოემბერი ამის დასტური იქნება.

დარბაზში შეკრებილ დევნილებს, პედაგოგებს, ყოფილ საჯარო მოხელეებს მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმაც და რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ მიმართეს.

მათ აღნიშნეს, რომ 9 წლიანი მმართველობისას მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები კარგად ახსოვთ და საზოგადოებას გრიგოლ ვაშაძის არჩევის შედეგედ გამოწველ მათი მოსაზრებით შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებდნენ.

მიმდინარე შეხვედრას მოქალაქეები თვალს თეატრის შენობის წინ დამონტაჟებული მონიტორის საშუალებითაც ადევნებდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები