ახალი ამბები
რიკოთზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა
სამი ადამიანი დაშავდა რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად. აქედან ორი ქალი და ერთი მამაკაცი (მძღოლი).

შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები